logo
ENG



"მადლობა გმირობისთვის" - ზელენსკი ხარკივში ჩავიდა და სამხედროებს შეხვდა [ვიდეო]

29 მაი 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/29/3eykns2fd8fj9n6.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკივის ოლქში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და მათ სტრატეგიას გაეცნო.

ზელენსკიმ ასევე რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. უკრაინის პრეზიდენტმა ადგილზე მყოფ სამხედროებს სამშობლოს დაცვისთვისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მედლები გადასცა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხარკივსა და მთლიანად ოლქში 2 229 სახლია განადგურებული. ზელენსკის თქმით, ამოქმედდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, რათა ოკუპანტების მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყოს. ის ამბობს, რომ ყველა ახალი სახლი, რომელიც აშენდება, თავშესაფრებით უნდა იყოს აღჭურვილი.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ემსახურებით სამშობლოს, მადლობას გიხდით, რომ არ გენანებათ თქვენი სიცოცხლე ჩვენი სიცოცხლისთვის და ჩვენი სამშობლოებისთვის. მადლობა, რომ იცავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. დიდება უკრაინას! მადლობა თქვენს ახლობლებს, ოჯახებს, თქვენს მამებს, რომ ასეთი გმირები გაგზარდათ, მადლობა თითოეულ თქვენგანს", - მიმართა ზელენსკიმ ადგილზე მყოფ სამხედროებს.


close დახურვა